გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება

28-07-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე  სრულად გაზიფიცირებულია  სოფლები ანდრიაწმინდა, ანდა, წყორძა, ხეოთი, ურაველი, მუსხი, ივლიტა, წნისი და  მიმდინარეობს  მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი.


აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად  10 სოფელში,  დამატებით1700  ოჯახს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ამ დროისთვის ქსელში უკვე ჩართულია ანდრიაწმნდაში - 64 ოჯახი, ანდაში 12 ოჯახი, წყორძაში 18 ოჯახი, ახალშენის დასახლებაში 4 ოჯახი და  მუსხში 2 ოჯახი.


სოფელ მუსხში, მელიქიძეებისა და ივანიძეების ოჯახშიგაზი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა ერთობლივად აანთეს.


შპს „ინტერ გაზის“ დირექტორმა ვასილ აბულაძემ სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ გაზიფიცირების სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფელ წყრუთსა და კლდეში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930