4-07-2018
პარლამენტარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ერთი ნაბიჯი დარჩა, რომ თბილისს გააჩნდეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც პასუხობს თანამედროვე ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტისა და სითი ინსტიტუტის ერთობლივი, აქტიური მუშაობის შედეგად, თბილისს ექნება მაქსიმალურად დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის მთავრობამ უკვე დაამტკიცა და საკრებულოში განსახილველად გადაიგზავნა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ერთი ნაბიჯი დარჩა, რომ ჩვენს დედაქალაქს გააჩნდეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც პასუხობს თანამედროვე ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს, თანხვედრაშია მოქალაქეების საჭიროებებთან და ორიენტებულია, როგორც არსებული პრბლემების გადაჭრაზე, ასევე, პროგრესზე და ურბანულ განვითარებაზე.
კახა კალაძის ხელმძღვანელობით დაწყებილი პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, რომლის სიკეთეს ძალიან მალე ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლები და სტუმრები საკუთარ თავზე იგრძნობენ. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტისა და სითი ინსტიტუტის ერთობლივი, აქტიური მუშაობის შედეგად, თბილისს ექნება მაქსიმალურად დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა და პროექტში გამოსწორებული და ასახულია ყველა ის შენიშვნა, რაც დედაქალაქის მერიას გენგეგმის პირველადი დოკუმენტის მიმართ ჰქონდა. კერძოდ, გამოსწორდა ზონირების ხარვეზები, დაზუსტდა ფუნქციური ზონები, გარკვეულ ტერიტორიებზე (მაგ. ვერის ხეობის მიმდებარედ) დაწესდა სამშენებლო შეზღუდვები, სხვადასხვა მიმართულებით შეიქმნა სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას, გარემოს დაცვასა და ეკონომიკურ განვითარებას.
გენგეგმის საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ თბილისი მიიღებს ისეთ დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის სწორ განვითარებას“- განაცხადა იონათამიშვილმა.
18-12-2024