29-07-2022
ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“-ს მიერ, სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში სლოვაკეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სემინარი ჩაატარეს.
პროექტის მიზანია: რეგიონში ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე მოწყვლადი თემის შესაძლებლობების გაძლიერება, ქალებისა და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, ადგილობრივი მედიის შესაძლებლობების განვითარება.
ექსპერტებმა სემინარის მონაწილეებს სლოვაკეთის მაგალითებზე დაყრდნობით გააცნეს ახალგაზრდული საბჭოების, ახალგაზრდული პარლამენტის, მოხალისეობრივი, დროის რაციონალურად გამოყენების საკითხები და შესაბამისი შედეგები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თვითმმართველობაში ჩართულობასა და თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას. ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა.
სემინარზე დასმულ კითხვებზე გაიმართა საინტერესო დისკუსია.
სემინარს ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი.
სემინარის შემდეგ სლოვაკი სტუმრები კასპში მერებაშვილების ღვინის მარანს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ეზოში გაშენებული ვენახი და გაეცნენ ღვინის დაყენების წესებს.
16-11-2024
16-11-2024