გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ლომჯარიას: კეთილი ინებეთ, ტელე-ქილერები შეაჩერეთ, დაიცავით მოქალაქე გია კობახიძის უფლებები და გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ყველა ჩვენთაგანის სახალხო დამცველი ხართ!

29-07-2022

„მესმის ირაკლი კობახიძე მიუღებელია თქვენთვის, ვერც კომპრომატი უპოვეთ და ვერც პროფესიონალიზმი დაუწუნეთ, მაგრამ მშობლებს და ბავშვებს რას ერჩით, მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ?“- ექსპერტი ნინო ფოჩხუა ირაკლი კობახიძის დედის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელიც წერს, რომ ფორმულას ჟურნალისტები სახლში უვარდებიან.

 

ექსპერტი სახალხო დამცველს მიმართავს და აღნიშნავს, დღეს რომ სახალხო დამცველი ხართ და თქვენი ბაბლი თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს, ამისთვის გია კობახიძეს ერთი აგური აქვს დადებული, იგი ეროვნული მოძრაობიდან მოდის, თუმცა ჩვენი უახლესი ისტორია თქვენ ხომ არ იცით.

 

„ქალბატონო ნინო, რამდენჯერ უნდა შეგახსენოთ თქვენი უფლება-მოვალეობანი, გიმთავრდებათ ვადა, ნუთუ ერთი ისეთი ქეისი მაინც არ უნდა დატოვოთ, რომ რაღაცაზე მაინც გაახსენდეთ ვინმეს. მარტო ეგ კრიმინალები არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენც ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და იქნებ გაიხსენოთ ესეც. მესმის ირაკლი კობახიძე მიუღებელია თქვენთვის და თქვენი ბაბლისთვის, ვერ გააჩერეთ, ვერც კომპრომატი უპოვეთ და ვერც პროფესიონალიზმი დაუწუნეთ, მაგრამ მშობლებს და ბავშვებს რას ერჩით, მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ? იცით თქვენ, დღეს რომ სახალხო დამცველი ხართ და თქვენი ბაბლი თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს, ამისთვის გია კობახიძეს ერთი აგური აქვს დადებული, იგი ეროვნული მოძრაობიდან მოდის, თუმცა ჩვენი უახლესი ისტორია თქვენ ხომ არ იცით. თქვენ არც ის იცით, როგორი დიდი მეცნიერის ოჯახს ავიწროვებთ, მალხაზ ზაალიშვილი გაგიგიათ, რომელმაც არა ერთი თაობა აღზარდა და დღესაც მისი სახელმძღვანელოთი სწავლობენ სტუდენტები, არც ეს იცით. ახლა კეთილი ინებეთ, ეს ტელე-ქილერები შეაჩერეთ, დაიცავით მოქალაქე გია კობახიძის უფლებები და მომავლისთვისაც გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ყველა ჩვენთაგანის სახალხო დამცველი ხართ!“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930