გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ ზემო ხანდაკში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

29-07-2022

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამი“-ს ფარგლებში სოფელ ზემო ხანდაკში ანაკრები მონოლითური რკინაბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები შპს „მშენებლობა 2020“ ჩაატარა. სანიაღვრე არხი უზრუნველყოფს უხვი ნალექისგან გზის საფარის დაცვას.

 

აღნიშნული პროგრამით კასპის მუნიციპალიტეტის ოკამის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ფერმაში სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა.

 

არხის გაწმენდის სამუშაოები შპს „შალე“-მ განახორციელა. არხი სრულად გაასარწყავებს სოფელ ფერმის მიწის ფართობებს და ხელს შეუწყობს ჭებში წყლის მარაგის შევსებას.

მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ დაგეგმილი პროექტების სამუშაოები აქტურად მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728