4-07-2018
„გერმანია აღიარებს ჩვენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას და იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით.“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას გაკეთებულ კომენტარში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების განხორციელებაში, რაც საქართველოს ნატოს წევრობაში ეხმარება. მათ შორის ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტსა და თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლაზე, სადავ გერმანია ძალიან აქტიურადაა წარმოდგენილი. მან ასევე ხაზი გაუსვა სწრაფი რეაგირების მისიაში ავღანეთში გერმანელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
„გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა არის მკაფიოდ გამოხატული. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს ასევე გამოხატული იქნება ბრიუსელის სამიტზეც“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
18-12-2024