გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

4-07-2018

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.„ვულოცავ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და მადლობელი ვართ ამერიკელი მეგობრების იმისთვის, რომ ისინი ასე უჭერენ მხარს ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.პლენარული სხდომა დეპუტატების განცხადებებით დაიწყო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ამერიკელ ხალხს უმრავლესობის სახელით, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.„კონგრესთან პარლამენტის ურთიერთობები ძლიერდება. პარლამენტის თავმჯდომარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებული ვიზიტი ჰქონდა. ის ფაქტი, რომ საქართველოს მხარდაჭერის შესახებ ორპარტიული კანონის ინიცირება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენთვის არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მთავრობებს, ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის იმ მრავალწლიან ურთიერთობას, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიული რეფორმების მიმართ. ეს ურთიერთობები იქნება მნიშვნელოვანი გზამკვლევი მომავალში ჩვენი ქვეყნის და საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე გაამახვილა, რომელთან დაკავშირებითაც, მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტის დროს მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება არის ძალიან სტრატეგიული იმ ეკონომიკური პრიორიტეტებისთვის და ეკონომიკური განვითარების პროცესისთვის, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული თანამოქალაქისთვის არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც არასოდეს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მაისში ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდამ 7, 5% შეადგინა, რაც ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღსანიშნავი შედეგია. „პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა ეკონომიკის ზრდის დაჩქარებული ტემპი. საქართველოში იქმნება უფრო მეტი დოვლათი, უფრო მაღალი ტემპით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავძლიოთ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა - ქრონიკული სიღარიბე. მნიშვნელოვანია ორი უზენაესი ამოცანა - ერთი რომ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა და მეორე - ამ ზრდის შედეგები გადანაწილდეს მაქსიმალურად ბევრ ადამიანზე ანუ, განვახორციელოთ ეკონომიკის დაჩქარებული, ინკლუზიური ზრდა და ხელისუფლებამ ყველა ძალისხმევა მიმართოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება ყველა ის ინიციატივა, რომელიც სამთავრობო პროგრამაშია ასახული და რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება.„იმედი გვაქვს, რომ სიღარიბის შემცირება წავა სწრაფი ტემპებით, შეუქცევადად და უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად შევძლებთ ამ პრობლემის გარდატეხას და რეალური კეთილდღეობის შეგრძნების მიღწევას თითოეული მოქალაქის ოჯახში“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ თავმჯდომარის მოადგილეს, ლელა ქებურიას მიაჩნია, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის წესი შესაცვლელია. „ერთი მხრივ, აუცილებელი და მნიშვნელოვანია ამ ნორმის ცვლილება მეორე მხრივ, აუცილებელია მთავარი პროკურორი იყოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მატარებელი“, - განაცხადა ლელა ქებურიამ.ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, თენგიზ გუნავამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.განცხადებების დასრულების შემდეგ დეპუტატებმა კანონშემოქმედებითი საქმიანობა განაგრძეს. 


პარლამენტმა 84 ხმით, 3-ის წინააღმდეგ მიიღო „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტი. აღნიშნული საკითხი დეპუტატებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ I მოსმენით, თანმდევ 115 პროექტთან ერთად წარუდგინა.მისი განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს მთავრობის განახლებული სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფა, რომლის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვის ერთ-ერთი პრინციპი და მიმართულებაა ე. წ. მცირე მთავრობის კონცეფცია.„ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, მოქნილი ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც იმოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური კონტროლი. მცირე და მოქნილი მთავრობის კონცეფციის განსახორციელებლად, ამ ეტაპისთვის დაგეგმილია სამთავრობო უწყებების გაერთიანება/ოპტიმიზაცია და მათ შორის ფუნქციების გადანაწილება დაგეგმილი რეფორმების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების მიზნით. მიგვაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატები, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც უფრო ეფექტური გახდება მართვა და შემცირდება ბიუროკრატია“, - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.


ცვლილებების თანახმად:


• განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ჩაითვლება ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ;


• სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა, გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს, რომელიც მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაითვლება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში, გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შექმნილ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციურ სამსახურს. 


• ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გარდა, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულების; მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულების; რეპატრიაციის მიმართულებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც ჩაითვლება ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ. „აქვე მინდა დავაზუსტო, რომ სახელწოდება წარმოდგენილ რედაქციაში მცირედით დაკორექტირდება და ახალი სამინისტროს სახელწოდება ჩამოყალიბდება შემდეგნაირად - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.


ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ის ფუნქცია, რომელიც ეხება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებას, გადაეცემა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულება გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო რეპატრიაციის მიმართულება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს;


• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი - სივრცითი განვითარების მიმართულებით, გადაეცემა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ჩაითვლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ სივრცითი განვითარების მიმართულებით.ნათია მიქელაძის განმარტებით, კანონპროექტს ახლავს ვრცელი გარდამავალი დებულებები, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა ის ღონისძიება, რომელიც საქართველოს მთავრობამ და უწყებებმა ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ უნდა განახორციელონ.მისივე თქმით, კანონის პროექტით მოწესრიგებულია „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები. მისივე განცხადებით, ამ კანონპროექტების ამოქმედების შემდეგ, გაერთიანებულ უწყებებს სამთვიანი ვადა ექნებათ იმისთვის, რომ გეგმაზომიერად განახორციელონ რეორგანიზაცია მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებში. კანონის პროექტით აგრეთვე განსაზღვრულია, რომ შესაბამისმა უწყებებმა სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა უზრუნველყონ.„კანონპროექტის მიღების შედეგად, მთავრობის ახალი სტრუქტურის დაფინანსება გაგრძელდება 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ვინაიდან კანონპროექტით, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები ნარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისთვის საჭიროა შესაბამისი რესურსი“, - განაცხადა მომხსენებელმა.მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ პარლამენტის წევრთა კითხვებს უპასუხა.სხდომაზე III მოსმენით განიხილეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრმა და ერთერთმა ინიციატორმა გენადი მარგველაშვილმა წარადგინა.კანონპროექტის თანახმად ახლებურად რეგულირდება მასწავლებლობის მაძიებელთან დაკავშირებული საკითხები. წესრიგდება მასწავლებლის საქმიანობის დაწყება/შეწყვეტასთან, პროფესიულ განვითარებასთან და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციასთან, მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან, მასწავლებლის და სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.„პოლიციის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები I მოსმენით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.ცვლილების თანახმად, კანონიდან ხდება იმ დებულების ამოღება, რომელიც ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. ამასთანავე, კანონის გარდამავალ დებულებებში ახლებური რედაქციით ყალიბდება ცენტრის დასახელება და განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღების ვადა. პროექტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უქმდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. აკადემიაში არსებული სრული მატერიალური და აკადემიური რესურსი მიმართული იქნება პოლიციელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამინისტროს აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე სრულად გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა კანონიერი უფლებები და ინტერესები.დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, I მოსმენით განიხილეს. საკითხი კოლეგებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა წარუდგინა.ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ორგანული კანონის პროექტში მოწესრიგებულია საპარლამენტო, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები.


მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საარჩევნო კოდექსში საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის თაობაზე სხვადასხვა რეგულაციების არსებულობა, რეგულაციების გაფანტულობა და ერთმანეთთან შეუსაბამობა. საპარლამენტო, საპრეზიდენტო, თუ თვითმმართველობის არჩევნებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის საკითხი ერთმანეთისგან განსხვავებულია პროცედურულად, ვადებში და მიკუთვნების თვალსაზრისითაც.რიგითი ნიმრის განსაზღვრის მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებები შეტანილია სხვადასხვა პერიოდში, რამაც წარმოქმნა ერთმანეთისგან განსხვავებული შინაარსი.იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული იყო შენიშვნა, რომ საარჩევნო სუბიექტისთვის ნომრის მიკუთვნებისას, გარკვეული ფორმულის შემოთავაზება ან ზღვრის დადგენა მოხდებოდა.„გარკვეული სამართლიანი ფორმულა იქნებოდა საჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ ასეთ შემთხვევაში რა არის ის დამზღვევი, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა სხვა საარჩევნო სუბიექტებს, რომ ასეთი ნომრით ისარგებლონ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.„ჩვენი შემოთავაზებული პრინციპია, რომ ეს ზღვარი იყოს 0,75%. პრინციპად ავიღეთ, რომ პარლამენტში ერთი ადგილი შეესაბამება ხმების 0,75%-ს. თუ პარტია ამდენ ხმასაც ვერ აგროვებს, მაშინ ბუნებრივია, მასზე ეს ნორმა არ გავრცელდება. პრინციპად მივიღოთ, რომ ზღვარს ვაწესებთ და მეორე მოსმენისთვის კიდევ ვიმსჯელოთ ამის თაობაზე. თუ თვლით რომ სხვა ფორმულაზე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ“, - განაცხადა მომხსენებელმა.საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნინო გოგუაძის განცხადებით, პროექტში დასაზუსტებელია პოლიტიკური საარჩევნო ბლოკების საკითხიც. 


„ეს საკითხი საკანონმდებლო ინიციატივაში განსაზღვრულია. 381 მუხლის 1 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი განსაზღვრავს, როგორ ენიჭებათ საარჩევნო ნომერიპარტიებს, რომლებიც საარჩევნო ბლოკს ქმნიან“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.პარლამენტის პლენარული სხდომა მუშაობას ხვალ 12.00 საათზე გააგრძელებს. მანამდე კი, ბიუროს სხდომა 11.45 საათზე გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031