5-07-2018
მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები (განაცხადების მიღების პერიოდი, როცა ორგანიზაციებს და კერძო პირებს მინისტრისთვის კანდიდატების წარდგენის ვადა აქვთ) დასრულდა.
მას შემდეგ, რაც წარდგენილთაგან რამდენიმემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, კონკურსში მონაწილეობას 18 პირი აგრძელებს. კანდიდატთა და მათი წარმდგენი ორგანიზაციების სია ასეთია:
კანდიდატი 1 − პაატა შავაძე; წარმდგენი ორგანიზაციები და პირები: საქართველოს ანტიკორუფციული პალატა; საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნული ცენტრი; ბათუმის იურიდიული აკადემია; მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“; გაზეთი „აჭარა P.S.“; გაზეთი „ჩემი ქობულეთი“; ტელეკომპანია „TV12“; არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო − კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“; არასამთავრობო ორგანიზაცია „უდო“; საინფორმაციო სააგენტო „რეგიონის ახალი ამბები“; მოძრაობა „დაიცავი მომავალი“; მოძრაობა „თავისუფალი სივრცე“; მოძრაობა „ბათუმის განვითარების ცენტრი“; მოძრაობა „იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაცია“; ადვოკატი დავით ჯაფარიძე; ადვოკატი თემურ ქავშბაია; ჟურნალისტი ნაირა ქობულაძე; მსახიობი რამაზ ბოლქვაძე; ჟურნალისტი ნატო ბერია;
კანდიდატი 2 − ზურაბ ჯორბენაძე; წარმდგენი ორგანიზაცია − მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველო“;
კანდიდატი 3 − გია ბერძენიძე, წარმდგენი ორგანიზაციები და პირები: „მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ
ქვარიანისა და სხვათა (საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური „კავშირის“ თავმჯდომარე, თადარიგის გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე; გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, გენერალ-მაიორი თეიმურაზ ლორია; „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კოალიციის თავმჯდომარე აკაკი ვაშაკიძე; ვეტერანთა კავშირი „დიოსკურიას“ დირექტორი დავით ჭანტურია; ავღანეთის და სხვა ომების მეომართა დახმარების „საერთაშორისო ფონდის“ პრეზიდენტი გურამ ალავიძე; სრულიად საქართველოს ვეტერანთა და ინვალიდთა გაერთიანება „ფარი და მახვილის“ თავმჯდომარე თეიმურაზ ნოზაძე; საქართველოს ეროვნული გვარდიის ვეტერანთა და ინვალიდთა საბჭოს თავმჯდომარე რამაზ ბიძინაშვილი; ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირი „გრაალის“ თავმჯდომარე ნუგზარ გოგშელიძე; „ძალოვან ვეტერანთა ეროვნული ლიგის“ თავმჯდომარე ალექსანდრე მიქელაძე; ვეტერანთა დარბაზის თავმჯდომარე თამაზ ოქრაძე; ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის თავმჯდომარე ლერი ხორხელი); აფხაზეთის წინააღმდეგობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ძებისაშვილი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა დაცვის კავშირი „აფხას“ თავმჯდომარე იური კვარაცხელია; ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე გია მიქავა; ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე დავით გოგიტიშვილი; სამხედრო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი რევაზ ჯიჯიეიშვილი; საქართვლოს ყოფილი გენერალური პროკურორი ვაჟა აბაკელია; ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების კავშირის პრეზიდენტი ნინა კვესაძე; ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაური; ახალგაზრდა მებრძოლ-პატრიოტთა კავშირის თავმჯდომარე გივი კვერნაძე; საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე დოდო გუგეშაშვილი; საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების კავშირი „იმერეთის“ თავმჯდომარე ივანე ჭოლაძე; აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ პაპასკირი; საქართველოს ეროვნული გვარდიის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე რომან დოდაშვილი; ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ვახტანგ ქობალია; საზოგადოებრივი გაერთიანების - „საქართველო ჩემი სამშობლოა“ - თავმჯდომარე ალი ბაბაევი; საქართველოს ძალოვანი ვეტერანების, მარჩენალდაკარგულთა, ინვალიდებისა და პენსიონერების უფლებების დაცვის ერთიანი კოალიცია „ლაშქრის“ თავმჯდომარე არსენ რაზმაძე;
კანდიდატი 4 − ნანა რევაზიშვილი; წარმდგენი ორგანიზაციები: ა(ა)იპ „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი“, „საქართველოს იურისტთა გილდია“, „საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია“, აკადემიური წრეები;
კანდიდატი 5 − თამარ კერესელიძე; წარმდგენი ორგანიზაცია - „საქართველოს კონსტიტუციური სამართლიანობის ლიგა“ (თავმჯდომარე - ნატალია ზაქარეიშვილი);
კანდიდატი 6 − გრიგოლ გაგნიძე, წარმდგენი ორგანიზაცია - ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია;
კანდიდატი 7 − იოსებ ბაჩიაშვილი; წარმდგენი ორგანიზაცია - სამოქალაქო მოძრაობა „თანამოზიარე“;
კანდიდატი 8 − ჯემალ გახოკიძე; წარმდგენი ორგანიზაცია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
კანდიდატი 9 − შალვა თადუმაძე; წარმდგენი ორგანიზაცია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
კანდიდატი 10 − ედიშერ ფუტკარაძე; წარმდგენი ორგანიზაცია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
კანდიდატი 11 − ნინო გოგნიაშვილი; წარმდგენი ორგანიზაცია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
კანდიდატი 12 − ირაკლი ნადარეიშვილი; წარმდგენი ორგანიზაცია და პირები: თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი ნოდარ პაპუკაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე და უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემიის“ დამფუძნებელი მარიამ მესხიშვილი-ეფაძე;
კანდიდატი 13 − შალვა შავგულიძე; წარმდგენი ორგანიზაცია − პოლიტიკური პარტია − „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“;
კანდიდატი 14 − ნონა ფილაური; წარმდგენი ორგანიზაცია: პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი თამარ კიკნაძე; მხარდამჭერები: არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა დარბაზის გამგეობის“ წევრი, ჟურნალისტი შორენა კოწოწაშვილი; მსახიობი და რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა (ნატალია) ჟორდანია; ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ნინო დიდიშვილი; შპს ,,რეალექსპერტის“ ადმინისტრაციული დირექტორი მაია ნიკოლეიშვილი; ზურაბ ხაჩიძე;
კანდიდატი 15 − ალექსანდრე კობაიძე; წარმდგენი ორგანიზაცია − „ხალხის პარტიაა“;
კანდიდატი 16 − კოტე ჭილაიამ საქართველოს მთავარი პროკურორის პოზიციაზე საკუთარი თავი თავად წარადგინა;
კანდიდატი 17 − ლევან ძნელაძე; წარმდგენი ორგანიზაცია და პირი − კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია;
კანდიდატი 18 - თეიმურაზ ონიანი; წარმდგენი ორგანიზაცია - საქართველოს პენსიონერთა კავშირი.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები (განაცხადების მიღების პერიოდი, როცა ორგანიზაციებს და კერძო პირებს მინისტრისთვის კანდიდატების წარდგენის ვადა აქვთ) 4 ივნისს დაიწყო. აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა ერთი თვის მანძილზე შეეძლოთ.
კანონის შესაბამისად, მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.
კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.
იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე პროკურორთა კონფერენციის არჩეული წვერები, სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის კენჭს. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.
საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.
18-12-2024