გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ნაცმოძრაობის თვითაღიარების კამპანია თვითგანადგურების კამპანიით დასრულდება

2-08-2022

ომის კამპანიამ არ გაამართლა და თავისმართლების კამპანიაზე გადავიდნენ იმის ნაცვლად, რომ გამიჯვნოდნენ შიდა და გარე აქტორების მოწოდებებს ომში ჩართვასთან დაკავშირებით - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

"რომ კითხოთ, საქართველოს არჩეული ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს და დასავლეთში არსებული ცალკეული ძალა, ან ძალები მთლიანად დასავლეთს წარმოადგენენ?! მაშინ, როდესაც ევროპარლამენტშიც კი არიან, სამწუხაროდ, პრორუსი დეპუტატები.

 

რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას კამპანია არ სჭირდება, ეს არის ფაქტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულ ვერდიქტში ჩაიწერა ქართული ოცნების ადვოკატირებით და ოფიციალურად დაერქვა რუსეთის აგრესიას ოკუპაცია, რუსეთს კი - ოკუპანტი!

 

მაგრამ, როცა საერთაშიროსო სასამართლოები და მთავარი პარტნიორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთს, ესენი ცდილობენ რომ პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს ხელისუფლებას; როდესაც ჩვენ სტრასბურგში და ჰააგაში ვიგებთ საქმეებს, ესენი ცდილობდნენ რომ ომის დაწყება დააბრალონ ქართველ სამხედროებს და როდესაც ჩვენ ომში ჩართვისკენ მოწოდებისთვის ვაკრიტიკებთ ცალკეულ პირებს, ესენი ცდილობენ რომ დასავლეთთან დაპირისპირებად წარმოაჩინონ ამ მოწოდებების არგაზიარება.

 

ყველაფერი ეს არის ქვეყნის ღალატი და როგორც პოლარიზაცია ქართული პოლიტიკან გადავა ნაცმოძრაობის შიგნით, ისე მათი თვითაღიარების კამპანია დასრულდება თვითგანადგურების კამპანიით" - წერს იონათამიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930