გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: შვეიცარია, რომელიც მუდამ ითვლებოდა თავისუფალი სამყაროს ოაზისად, ასევე თავისუფალი სიტყვის ხელშეუხებლობის გარანტს წარმოადგენდა, დღეს ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა

2-08-2022

„კრედიტ სუისის“ დანაშაული, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ არ არის მიმართული, აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს პირველ რიგში სწორედ დასავლურ მედიაში, რათა გადასახადის გადამხდელებმა გაიგონ რასთან აქვთ საქმე“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზის შესახებ.


მისი თქმით იმედია აგრესიული ლიბერალიზმის ბლოკადის მიუხედავად ადვოკატთა ჯგუფი მოახერხებს არსებული ბლოკადის გარღვევას.


„წავიკითხე ადვოკატთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი აგრესიული ლიბერალიზმის იმ საცეცების ბოროტებაში, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულია მოედო მსოფლიოს და რის შედეგებსაც ფაქტობრივად 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიო ყოველდღიურად იმკის.

 

ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების, ან მისი კუთვნილი კომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა იმ მიზეზის გამო, რომ გაზარდონ თავიანთი გავლენა საქართველოზე, არამედ ეს არის დემოკრატიის პრინციპების სრული განადგურება. შვეიცარია, რომელიც მუდამ ითვლებოდა თავისუფალი სამყაროს ოაზისად, რომელიც ფაშისტების ბოგინის პერიოდშიც როგორც საბანკო სისტემის, ასევე თავისუფალი სიტყვის ხელშეუხებლობის გარანტს წარმოადგენდა, დღეს ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა. „კრედიტ სუისის“ დანაშაული, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ არ არის მიმართული, აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს პირველ რიგში სწორედ დასავლურ მედიაში, რათა გადასახადის გადამხდელებმა გაიგონ რასთან აქვთ საქმე. იმედი მაქვს აგრესიული ლიბერალიზმის ბლოკადის მიუხედავად ადვოკატთა ჯგუფი მოახერხებს არსებული ბლოკადის გარღვევას“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930