2-08-2022
„ქვეყნის და მისი საბანკო სისტემის რეპუტაციული ზიანი შემკვეთთან თანხვედრაშია, რაც ძალიან სამწუხაროა“- ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზს ეხმიანება.
მისი თქმით ის ნამდვილად მისასალმებელია, რომ ბანკთან მიმოწერა გამოქვეყნდება და საჯარო გახდება, რაც სიმართლეს ახდის ფარდას.
„გამაოგნებელია ის რაც წავიკითხე. ის ევროპული ღირებულებები, რისთვისაც ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის იღწვის, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თავისუფალი სიტყვა, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტია რაზეც დგას ევროპა, იმ ქვეყანაში, რომელიც ოდითგანვე დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ციტადელად ითვლებოდა, დანგრევის პირასაა. ადვილი მისახვედრია, შვეიცარული მედია ტოტალური კონტროლის ქვეშ არის. ე. ი. მოინდომა "ვიღაცამ," სულ რომ ქვეყნის ავტორიტეტს ეხებოდეს, ის სტატია დაიბლოკება. ასე ხდება ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, როგორც კი მისმა ადვოკატებმა სცადეს "Credit Suisse-ის" მოქმედ მენეჯმენტზე კრიტიკული წერილის გამოქვეყნება, უმალ დაიბლოკა, ხოლო ბანკზე კი არა. რა უნდა იფიქრო, გარდა იმისა, რომ ქვეყნის და მისი საბანკო სისტემის რეპუტაციული ზიანი შემკვეთთან თანხვედრაშია, რაც ძალიან სამწუხაროა. ის კი ნამდვილად მისასალმებელია, რომ ბანკთან მიმოწერა გამოქვეყნდება და საჯარო გახდება, რაც სიმართლეს ახდის ფარდას“- წერს ნინო ფოჩხუა.
16-11-2024
16-11-2024