2-08-2022
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზს ეხმიანება და წერს - ცხადია, რომ საბანკო ჯგუფმა, იმის მიზეზით რომ ფული არ დაუბრუნოს მფლობელს აბსურდული მიზეზი მოიტანა და აქ უკვე აშკარად, ცალკეული ადამიანებისა თუ ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური ინტერესები გამოიკვეთა. მისი თქმით მიუხედავად იმისა, რა დონის პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი ზეწოლა განხორციელდა მასზე, არ ერიდება იმას, რომ მისი არა მარტო შვეიცარიული ბანკის, არამედ ზოგადად ბანკის რეპუტაცია სერიოზულად შეილახა.
„კრედიტ სუისის“ შვეიცარიულ საბანკო ჯგუფთან ბატონ ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ დავაზე იმაზე მეტი რაღა უნდა ითქვას, როდესაც ბანკს არგუმენტად მიკერძოებული ევროპარლამენტარების მიერ დაწერილი რეზოლუცია რომ მოჰყავს, თითქოს ყველაფერი ნათელია. ცხადია, რომ საბანკო ჯგუფმა, იმის მიზეზით რომ ფული არ დაუბრუნოს მფლობელს, აბსურდული მიზეზი მოიტანა და აქ უკვე აშკარად, ცალკეული ადამიანებისა თუ ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური ინტერესები გამოიკვეთა, ამის თაობაზე უკვე ბევრიც ითქვა და ბევრიც დაიწერა.
აქვე, ალბათ ისიც უნდა აღინიშნოს რომ ბანკი, მიუხედავად იმისა რა დონის პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი ზეწოლა განხორციელდა მასზე, არ ერიდება იმას, რომ მისი არა მარტო შვეიცარიული ბანკის, არამედ ზოგადად ბანკის რეპუტაცია სერიოზულად შეილახა: მას აღარ აქვს არც სანდოობა და არც ავტორიტეტი, რაც ბანკის ერთ-ერთი მთავარი ნიში გახლავთ. იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზიდან კი უფრო უარეს ვიგებთ: როგორც აღმოჩნდა, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველები უკვე რამდენი ხანი ცდილობენ რამენაირად ინფორმაცია მიაწოდონ შვეიცარიის მედია საშუალებებს, როგორც ტელე, ასევე ბეჭდურ მედიას! და რა ხდება? მათი ყოველი მცდელობა იბლოკება-ანუ ბანკები და მედია ურთიერთთანამშრომლობის თუ ურთიერთჩახუტების პრინციპით მოქმედებენ და უარს აცხადებენ, მათ ქვეყანაში ფაქტობრივად ერთ-ერთი თაღლითური საბანკო სისტემის შესახებ, საზოგადოებისათვის ინფორმირებას! აქაც პოლიტიკა და პოლიტიკოსები არიან ჩარეული თუ უბრალოდ ასე მოქმედებს ნეიტრალური ქვეყნის დამოუკიდებელი მედია? ეს არის მედიის თავისუფლება? რატომ ჰგონიათ, ან ზოგიერთ პოლიტიკოსს, ან ზოგიერთ სახელმწიფოს ასე უბრალოდ შეუძლიათ ჩაერიონ სხვა ნებისმიერ ადამიანის ან სახელმწიფოს პირად საქმეებში და ეს შერჩებათ? რაღა განსხვავებაა მაშინ ფარულ და აშკარა ომს შორის? მაინცდამაინც ტანკებით და ქვემეხებით უნდა ისროდნენ? კარგია, რომ ადვოკატთა ჯგუფი არა თუ ჩერდება არამედ აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისათვის, ამჯერად შვეიცარიის პარლამენტსა და ფრაქციებს მოუწევთ ინფორმაციის მოსმენა, იმ ინფორმაციის რბილად რომ ვთქვათ როგორ ერთობლივად და თაღლითურად მოქმედებენ შვეიცარიის საბანკო სისტემა და მედია, ვნახოთ, იმედია მათ მაინც აღმოაჩნდებათ, პატიოსნების გრძნობა და სიმართლის მხარეს დადგებიან, ამით კი როგორც მინიმუმ ქვეყნის ავტორიტეტსა და იმიჯს არ შელახავენ“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
16-11-2024
16-11-2024