5-07-2018
ლეღვის ფოთლის ნახარშის გამოყენების გამო ორმა პირმა მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებულებს ნახარშით რუჯის მიღება სურდათ.
გუგა ქაშიბაძის განცხადებით, 23 წლის მამაკაცი, მკურნალობას სტაციონარულ განყოფილებაში განაგრძნობს, 26 წლის ქალბატონმა კი მკურნალობაზე უარი თქვა.
„რუჯის მიღების მიზნით ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენების გამო დამწვრობით შემოვიდა ორი პაციენტი. ერთია 23 წლის მამაკაცი, რომელიც მოთავსდა სტაციონარში და დღემდე აგრძელებს მკუნალობას. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. დამწვრობა გულმკერდზე აქვს მიღებული, ქვემო და ზემო კიდურებზე, განსაკუთრებით დამწვარია ქვემო კიდურები. მეორეა 26 წლის ქალბატონი, რომელმაც უარი თქვა მკურნალობაზე და ხელწერილით გაეწერა ბინაზე“ - აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი.
18-12-2024