გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო „მონარქი" გაიხსნა

3-08-2022

ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ერას მოედანთან, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო „მონარქი" გაიხსნა.ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ერას მოედანთან, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო „მონარქი" გაიხსნა.
 
ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კომპანია „ინს გრუპის" საკუთრებაა. ახალ პროექტში კომპანიამ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
 
სასტუმრო 60 ნომერს აერთიანებს, სადაც ჯამში 150 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. სასტუმროში 30 ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული.
 
„მონარქი" მორგებულია არა მხოლოდ ტურისტულ, ასევე საქმიან ვიზიტებზეც. მომხმარებლებს საშუალება აქვთ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზით ისარგებლონ, რომელიც 60-80 ადამიანზეა გათვლილი.
 
სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს ბუფეტის ტიპის საუზმეს, ლობი ბარს, ქართულ რესტორანსა და რეცეფციის მომსახურებას 24/7-ზე.


მონარქი" უკვე წარმოდგენილია საერთაშორისო პლატფორმებზე: booking.com, hotels.com, Agoda.com და სხვა. დაინტერესებულ პირებს სასტუმროსთან დაკავშირება მათი Facebook გვერდის დახმარებითაც შეუძლიათ: https://m.facebook.com/hotelmonarchbatumi/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031