გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ფსევდოების უაზრო კაკანი, რომ თურმე არ უნდათ რუსულენოვანი ტურისტები, მეტყველებს იმაზე თუ რა შორს არიან არსებული მოცემულობისგან

3-08-2022

„ეფექტურად მომუშავე საქართველოს შესაბამის სამსახურებს ნამდვილად არ ეკუთვნით შენიშვნა პოლიტიკანი მამუკა ხაზარაძისგან, რომელმაც ხმა არ ამოიღო 2012 აპრილში, როცა სააკაშვილი ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე უვიზოდ შემოსულ რუს ტურისტებს მეგზურობას უწევდა“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარტია „ლელოს“ განცხადებას, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვს.

 

მისი თქმით კანონზომიერებაა, რომ ვინც ფლიდურად სხვას რაღაცას აბრალებს ის თავადაა იმაში გარეული.

 

„სერტიფიცირებული თაღლითების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის „ლელო“ ითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან. ურეიტინგო პარტიის განცხადებით, „განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა“. ეფექტურად მომუშავე საქართველოს შესაბამის სამსახურებს ნამდვილად არ ეკუთვნით შენიშვნა პოლიტიკანი მამუკა ხაზარაძისგან, რომელმაც: - ხმა არ ამოიღო 2012 აპრილში, როცა სააკაშვილი ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე უვიზოდ შემოსულ რუს ტურისტებს მეგზურობას უწევდა; - ანაკლიის პორტის პროექტში სცადა შემოეპარებინა არა ბრიტანული არამედ, რუსი ოლიგარქების თანადაფუძნებული „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედი“; - დღემდე ჰგონია, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა მხოლოდ იმისთვისაა, რომ თურმე ასფალტირებული გზით შემოვიდნენ რუსული ტანკები და ა.შ. და ა.შ. კანონზომიერებაა, რომ ვინც ფლიდურად სხვას რაღაცას აბრალებს ის თავადაა იმაში გარეული. ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდეს, რაც ცხადია დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე, დასაქმებაზე. და ფსევდოების უაზრო კაკანი, რომ თურმე არ უნდათ რუსულენოვანი ტურისტები, მეტყველებს იმაზე თუ რა შორს არიან არსებული მოცემულობისგან“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031