გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან განიხილეს

4-08-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, კანონის პროექტის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა დაინერგება, რომლის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირება და კონტროლი.


„პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასაც. ახალი კანონპროექტი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ისახავს მიზნად და მსხვილ სამრეწველო საწარმოებს ავალდებულებს, გარემოს დაბინძურების შესამცირებლად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა უზრუნველყონ.


,,სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები, სამრეწველო სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა, სადაც კანონის პროექტიდან გამომდინარე ვალდებულებები განიხილეს.


კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენა საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.


„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930