4-08-2022
„ერთია, რომ ადამიანებს მართლაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკოსები არიან და რამე სერიოზული აქვთ ქართულ პოლიტიკაში გაკეთებული, მეორე ე.წ. ჟურნალისტებმა ოღონდ ვინმე ალაპარაკონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება და რას იტყვის“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებაზე.
„ერთია, რომ ადამიანებს მართლაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკოსები არიან და რამე სერიოზული აქვთ ქართულ პოლიტიკაში გაკეთებული, მეორე ე.წ. ჟურნალისტებმა ოღონდ ვინმე ალაპარაკონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება და რას იტყვის. თვითონ ეს ე.წ. ჟურნალისტები, ხომ საერთოდ გასულები არიან „მომსახურების ზონიდან“, მაგრამ თვითონ რესპონდენტს, რომ თავი მიაჩნია რომ საფრთხეს წარმოადგენს ხელისუფლებისთვის და ამიტომაც და უფრო სწორედაც თვითონ და პირადად ბიძინა ივანიშვილი, რომ ებრძვის ეს ძალიან მაგარია- თან „ჩემნაირი და გახარიასნაირიო“! ვინმე სხვასთან ერთად მაინც წარმოეჩინა თავი, მაგრამ „საბა ბუაძესნაირი“ ან „ვაშაძე-მანჯგალაძისნაირიო“ ალბათ ვერ იტყოდა! „„ჩემნაირი და გახარიასნაირი“-ს შემდეგ კი მგონი პოლიტიკოსობაზე და პოლიტიკაზე პრეტენზიაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს. ისე, როგორც ჩანს გახარიასთნ უნდა რამენაირად რომ მოხვდეს "ორბიტაზე", აქ შეიძლებოდა წერტილის დასმა და ტრადიციული "ღმერთმა ხელი მოუმართოს" თქმა, მაგრამ ან გახარიას და მასთან ახლა დაახლოების მსურველებს ღმერთი, ნამდვილად ვერც ხელს მოუმართავს და ვერც გვერდით დაუდგება, გინდ პოლიტიკაში იყავი და გინდაც პოლიტიკის გარეთ“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024