5-08-2022
,,რაც შეეხება, რუბლებში მომსახურებას, ეს არის კანონით აკრძალული. ბუნებრივია, კანონის ფარგლების, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცა საუბრობს ერთ ენაზე და მეორე, მეორეზე. ეს ადამიანების გადასაწყვეტია, ეს არის კონსტიტუციური უფლება,’’- ასე მიმართა ტელეკომპანია ,,პირველის’’ ჟურნალისტს ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათ რეაქცია არ ქონიათ, როდესაც დავით არახამიამ რუსულ ენაზე მიმართა აქციის მონაწილეებს. მან მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ ნუ გახდებიან ქსენოფობიური კამპანიის ნაწილი.
,,თქვენი პარტიის მიტინგზე გამოვიდა დავით არახამია და რუსულად მოგმართათ, არც კი გრცხვენიათ ახლა, რუსულ ენაზე, რომ რაღაცას ლაპარაკობთ. თქვენი პარტიის, ნაცმოძრაობის მიტინგი იყო, რუსთველზე პარლამენტის წინ, როდესაც დავით არახამიამ რუსულ ენაზე მოგმართათ და არავის რეაქცია არ ქონია. იმაზე არ გქონიათ რეაქცია და ახლა, თურმე ვიღაცა რიგითი მოქალაქე რუსულად, რომ ესაუბრება რუს ტურისტს, ეს ყოფილა ზიზღის გაღვივების საფუძველი. ერთ რამეს მოგიწოდებთ, ეს არის კამპანია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება უზოგადეს პრინციპებს ადამიანის უფლებებს, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართალს და ყველაფერს. მოგიწოდებთ, ადამიანურად ნუ გახდებით ამ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიის ნაწილი,’’ - განაცხადა კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024