5-08-2022
ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ყოველწლიურ საკომისიო ანგარიშებს რომ არ ეცნობი, ეს სუბიექტურობას კი არა, საბოტაჟურ დეზინფორმირებას ნიშნავს- ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ქართველიშვილი თეონა აქუბარდიას ფეისბუქ სტატუსს.
“არა და ახალგაზრდა ქალბატონია, რა დროს მისი დემეციაა. თუმცა არასწორმა პოლიტიკურმა არჩევანმა იცისო, ამბობენ. 2019 წლიდან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ყოველწლიურ საკომისიო განხილვა/ანგარიშებს რომ არ ეცნობი, საქართველოსთვის "ევროპული პერსპექტივის" მინიჭებაზე არაფერი გსმენია, როტშილდების საფინანსო იმპერიის შემოსვლას ქვეყანაში "კრემლის პოლიტიკასთან" აიგივებ, საქართველოსთან მიმართებაში NATO-ს მადრიდის სამიტის შედეგებს არ გაცნობიხარ, აშშ-ს კონგრესის ორპარტიულ მხარდამჭერ აქტს "ისე რა" უყურებ - ეს სუბიექტურობას კი არა, საბოტაჟურ დეზინფორმირებას ნიშნავს. ნუ, ან - დემენციას, რაც სამწუხაროა ესოდენ ახალგაზრდა ასაკში...”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024