გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატები გადასცა

6-08-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციაციას, დამატებით,  200 ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატი გადასცა. აპარატებით ასოციაციის  მეთხილე ფერმერები ისარგებლებენ. ტექნიკის ნაწილი გურიის რეგიონში ფერმერებს უკვე დაურიგდათ.

ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატების გადაცემის პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა დაესწრნენ.

აღნიშნული ტექნიკა ეტაპობრივად განაწილდება სხვა რეგიონებში. ფერმერები აგროკონსულტანტების რეკომენდაციებსაც მიიღებენ იმ შესაწამლი ღონისძიებების ჩასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 30 ათასზე მეტ ფერმერს აერთიანებს. შექმნილია 2700-მდე ჯგუფი, თითოეული 12-მდე  ფერმერის  შემადგენლობით. „თხილის გადარჩენის პროგრამის"  ფარგლებში სახელმწიფომ ასოციაციას, ჯამში,  2800 სპეციალური აპარატი გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930