გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 27, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

7-08-2022

საქართველოს პროკურატურამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს პროკურატურამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების გამო, ბრალდებულმა სამედიცინო დაწესებულებაში, ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში სცადა კოლეგის მოკვლა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღიდან გასროლით, რაც ვერ განახორციელა საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელშეშლის გამო. დაზარალებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031