გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2017 წელს საქართველოს 7.5 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

5-01-2018

გასულ, 2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ტურიზმის მაჩვენებლები შეაჯამა.

მისი ინფორმაციით, იანვარი - დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,478,932 შეადგინა, რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის იანვარი - დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%).

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%),თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%)ირანიდან 322,938 (+118.3%) შედგა.

მისივე შეფასებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ -დეკემბერში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო (39.9%), ნიდერლანდები (31.1%), ესპანეთი (29.9%), საფრანგეთი (29.6%) და გერმანია (25.7%). განსაკუთრებულიზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია (316.1%), საუდის არაბეთი (164.6%), ქუვეითი (154.3%), ირანი (118.3%), ინდოეთი (64.1%), ჩინეთი (54%) და სხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს 600,004 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 113,402-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +23.3%).

დეკემბრის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 234,969 შეადგინა,რაც 56,591-ით მეტია 2016 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +31.7%).


2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შემოსავალი შეადგენს 2,174,481,448 დოლარს (ზრდა +29%), რაც 489 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7% შეადგინა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით+11.5%.

2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,927,566 ათასი ლარი შეადგინა. აქაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +30.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს ცნობადობის ამაღლების და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

მონაწილეობა 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში.
ონლაინმარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში.
სარეკლამო კამპანიები : BBC, Euronews, Discovery , Tripadvisor, Expedia.
99 საერთაშორისო პრესტური (საქართველოს ესტუმრა 683 უცხოური მედიის წარმომადგენელი)
14 ინფოტური (საქართველოს ეწვია 239 ტუროპერატორი)
საქართველოს შესახებ სტატიები მოამზადეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: BBC, National Geographic, National Geographic Traveller India, Forbes, Le Monde, The Independent, The Guardian, Elle, Observer, Birdwatching Magazine UK; Thrilist, Conde Nast; Daily Mail, Vogue; Huffington Post და ა.შ.

"შემოსავლების ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. თუ 2016 წელი იყო პირველი წელი, როდესაც შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდი აშშდოლარს მიაღწია, 2017 წლის ბოლოს ქვეყანამ უკვე 2.7 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მივაღწევთ 2 მნიშვნელოვან ციფრს: პირველადგვეყოლება 8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადააჭარბებს 3 მილიარდაშშ დოლარს"-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930