დიდ ინტერესს იწვევს ქვეყანაში მიმდინარე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის საკითხი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პროექტები სტრატეგიული მნიშნელობისაა. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, თუ რა დივიდენდის მომტანია ქვეყნისთვის და მოსახლეობისთის საქართველოში მშენებარე პორტები. ამ საკითხზე ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ პოლიტოლოგების, ეკონომისტების, უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ექპერტების მოსაზრებები. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ანაკლიისა და ბათუმის პორტების მშენებლობა-განვითარება შავ ზღვაზე სტრატეგიული პოზიციის დაკავების რეალური შესაძლებლობაა. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ, რომ სატრანზიტო დერეფნის როლის რეალიზაცია როგორც ეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური ამოცანაა.
პორტების მნიშვნელობა რეგიონულ ჭრილში მიმოიხილა აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ტოფიგ აბასოვმაც, რომელიც აცხადებს, რომ „საქართველოში პორტების განვითარება მთელი რეგიონის ინტერესებს მოემსახურება“
„აქცენტის“ დღეს საკითხზე აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ყოფილი მრჩევლის, ამერიკელიანალიტიკოსის, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარის პოლ გობლის მოსაზრებას შემოგთავაზებთ.
ანალიტიკოსი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე თანამედროვე ტერმინალის მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ხსენებული პორტების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
„ამ პორტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სამი მიზეზის გამო. პირველი, ეს ქართულ კომპანიებს უფრო მეტი ექსპორტის განხორციელებისკენ გაუხსნის გზას. მეორე, ეს პორტები საქართველოს საშუალებას მისცემენ, უფრო დიდი როლი შეასრულოს სხვადასხვა სახის ვაჭრობაში აღმოსავლეთ-დასავლეთში. და მესამე, ამ პროექტების განხორციელება საქართველოს ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ანალიტიკოსმა „აქცენტთან“ საუბრისას.
წყარო: accent.com.ge