5-07-2018
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის დამფუძნებელი და წინამძღვარი მამა ალექსანდრე თანდილაშვილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების საკითხი საქართველოში ძალიან მიშვებულია, რის გამოც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა იზრდება.
მოძღვარი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს სექსუალური უმცირესობის პროპაგანდასაც.
„აქ (ამერიკაში) ვერ ვხედავთ, რომ პროტესტებს მართავდნენ ნარკომანები ან ლგტბ-ები. კი, იშვიათად ჩაუტარებიათ მიტინგები მამათმავლებს-რას ვიზამთ დემოკრატიული ქვეყანაა(იცინის), მაგრამ ეს ადამიანები აქ საქართველოსაგან განსხვავებით შეურაცხყოფას არავის აყენებენ და არც არავის აძალებენ ჩემნაირი იყავიო. არ მქონია შემთხვევა, ვინმე მოსულიყოს და ეთქვას რატომ არ ცნობ მამათმავლობასო. ნარკომომხმარებლები აქაც არიან, მაგრამ კანონი კრძალავს. თუ დაიჭერენ პასუხსაც აგებინებენ. საქართველოში მიშვებულია ეს საკითხი, რის გამოც ძალიან ბევრი გახდა ნარკომომხმარებელი.
სხვაგვარად ესმით თავისუფლება.საქართველოშიც და ბევრ სხვა ქვეყანაშიც. თავისუფლება არ ნიშნავს სრულ თავისუფლებას. ყველაფერში თავისუფლება ანარქიაა. ნებისმიერი რამ ავიღოთ. ყველაფერს თავისი კანონები აქვს, ადამიანსაც თავისი კანონები აქვს-ღმერთმა დაუწესა ადამიანს ცხოვრების კანონები. ამ კანონებს თუ იცავს,ის ჭეშმარითად იქნება თავისუფალი. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ გარყვნილები და ნარკომანები ვიყოთ, რომ კანონი არ კრძალავდეს ამას, არ კრძალავდეს ადამიანების შეურაცხყოფას. ასეთი არ არის თავისუფლება. როცა არჩევ ადამიანი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა-ესაა თავისუფლება... ავიღოთ მამათმავლობა-ეს ხომ აკრძალულია წმიდა წერილში. მარტო ქრისტიანული რელიგია კი არ კრძალავს, ნებისმიერი რელიგია კრძალავს. ყველა თვლის, რომ ეს ცუდია და დღეს ვინ დაადგინა, რომ ეს კარგია? ვინ დაადგინა, რომ ადამიანი ამაში თავისუფალი უნდა იყოს? ამაშია საქმე. ეს არ არის თავისუფლება, ეს თავისუფლების მოსპობა უფროა“-განაცხადა მოძღვარმა.
p.s. ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge