8-08-2022
ახალციხეში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ვეტერანები, მოქალაქეები, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცენტრალურ პარკში გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და 14 წლის წინანდელი, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული დღეები და ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს.
გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ, ვეტერანთა კავშირის, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია დაღუპული.
16-11-2024
16-11-2024