გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ადგილობრივების ინფორმაციით, სვანეთში მთა კვლავ ჩამოიშალა და მდინარე “ნენსკრაზე“ ღვარცოფის მატებას ელოდებიან

5-07-2018

მესაზღვრეების ინფორმაციით, სვანეთში მთა კვლავ ჩამოიშალა და მდინარე “ნენსკრაზე“ ღვარცოფის მატებას ელოდებიან, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სოფელ ჭუბერის მცხოვრებმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე რთული ვითარებაა და ადგილობრივები დახმარებას ელოდებიან.

“ადგილზე ამ დროისთვის, დაახლოებით 20-მდე მაშველი მუშაობს. ისინი ცდილობენ ადგილობრივები საფრთხისგან დაიცვან“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ჭუბერის მკვიდრმა.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში მთის ჩამოშლის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.



http://www.interpressnews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728