10-08-2022
,,დიახ, თუ ცხოვრობ და საქმიანობ ქვეყანაში, სადაც კანონი უზენაესია, უნდა დაემორჩილო მას. რატომ აღშფოთდა "მთავარი," "ტვ პირველი" და "ფორმულა", ხომ იციან რომ კანონი არ დაურღვევიათ,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციური არხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლების დავალებით მათ კომუნიკაციების კომისია "შინ ევროპისკენ" სარეკლამო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებისთვის ითხოვს.
როგორც ფოჩხუა წერს, თუ კანონს დაარღვევ, პასუხი უნდა აგო.
,,დიახ, თუ ცხოვრობ და საქმიანობ ქვეყანაში, სადაც კანონი უზენაესია, უნდა დაემორჩილო მას. რატომ აღშფოთდა "მთავარი," "ტვ.პირველი" და "ფორმულა" ხომ იციან რომ კანონი არ დაურღვევიათ, ხომ იციან, რომ არანაირი პოლიტიკური არ არის "სირცხვილიას" მიერ შექმნილი კლიპი, რომელსაც მათი ტელევიზიები ატრიალებდნენ არასაარჩევნო პერიოდში, დაელოდონ განხილვას, ხომ მართლები არიან, მარეგულირებელში დაამტკიცონ თავისი სიმართლე, მაგრამ არა, იციან რომ ტყუიან და წინასწარ აგორებენ, როგორც ყოველთვის, ცრუ ნარატივს, როგორ სჯის "ქართული ოცნება" ოპოზიციურ ტელევიზიებს. ამერიკაზე რომ აქვთ სწორება, ის ხომ არ ავიწყდებათ ნენსი პელოსის ბოლო გამოსვლა, სადაც მან აღნიშნა, რომ ამერიკაში, განურჩევლად სტატუსისა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ტყუილად ჰგონიათ რომ პრივილეგირებულები არიან, მედიას შეფარებულების დასჯას ვერავინ გაბედავს, მაგრამ ასე არ არის. დაარღვევ კანონს, პასუხი უნდა აგო” - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024