10-08-2022
მათ ვერ გაითავისეს, რომ საქართველო სახელმწიფოა და ნებისმიერ კანონდარღვევაზე შესაბამისი პასუხი უნდა აგონ. მათ მიერ არასაარჩევნო პერიოდში გაშვებული პოლიტიკური რეკლამა როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს შეფუთული კანონით ისჯება- ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე ტელეკომპანია "მთავარი", "TV პირველი" და "ფორმულა"-ს განცხადებას, რომ ხელისუფლების დავალებით მათ კომუნიკაციების კომისია დასჯის აქციის, "შინ ევროპისკენ" სარეკლამო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებისთვის.
მისი თქმით, ისტერიკა იმაზე, რომ "მთავარს", "ფორმულას" და "ტვ პირველს" კომუნიკაციების კომისია "ქართული ოცნების" დავალებით სჯის, არის სისულელე.
„ის, რომ ე.წ. კრიტიკულმა ტელევიზიებმა კარგა ხანია ისტერიკის რეჟიმი ჩართეს, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოების მუდმივ დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნაა, არახალია. როდესაც მანიპულაციისთვის მასალა უთავდებათ, თავად ქმნიან აბსურდულ თემებს და ფრაზებს "მედიაზე ზეწოლა", "უფლებების დარღვევა" ნოდარ დუმბაძის არ იყოს "მწიფე მსხალივით ხრავენ". მათ ვერ გაითავისეს, რომ საქართველო სახელმწიფოა და ნებისმიერ კანონდარღვევაზე შესაბამისი პასუხი უნდა აგონ. მათ მიერ არასაარჩევნო პერიოდში გაშვებული პოლიტიკური რეკლამა როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს შეფუთული კანონით ისჯება. გაურკვეველი დატვირთვის მქონე მოძრაობა (თუ ორგანიზაცია) "შინ ევროპისკენ" მიერ გაკეთებული (დიახ, სწორედაც "გაკეთებული") კლიპი არის პოლიტიკური და ქართული ოცნების სარჩელი მარეგულირებელ კომისიაში არის კანონიერი. ამიტომ ისტერიკა იმაზე, რომ "მთავარს", "ფორმულას" და "ტვ პირველს" კომუნიკაციების კომისია "ქართული ოცნების" დავალებით სჯის, არის სისულელე. არადა წესით თუ ვინმეს დავალებით უნდა დაისაჯონ, ეს ქართველი მაყურებელია, რომელზეც ეს ე.წ. ტელევიზიები თავიანთი სიცრუით და ფსიქოლოგიური ზეწოლით გამუდმებით ცდილობენ ზემოქმედებას“- წერს გია გაბრიჭიძე.
16-11-2024
16-11-2024