6-07-2018
მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა.
ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა.
სამივე გარდაცვლილი „მერსედესში“ მყოფი პირია. ავტომობილს აზერბაიჯანის სანომრე ნიშნები აქვს.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამც 2 ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.