გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
11 აგვისტო სამხედრო მედიცინის დღეა

11-08-2022

საქართველოს თავდაცვის უწყება 11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებს და სამხედრო ექიმებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.


ჯუანშერ ბურჭულაძემ სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო.  ჰოსპიტალი  2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰოსპიტლის ტერიტორიაზე დაღუპული ექიმი-ტრავმატოლოგის გიორგი აბრამიშვილის სახელს ატარებს.


თანამედროვე ქართული სამხედრო-სამედიცინო სამსახურის ისტორია საქართველოს თავდაცვის ძალების ჩამოყალიბების დღიდან იწყება. 1992 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ახალციხის სამხედრო ჰოსპიტალი გადმოეცა, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოში სამხედრო მედიცინის დღედ აღინიშნება. 


2004 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებში, პირველი სამედიცინო ბატალიონი ჩამოყალიბდა. წლების განმავლობაში ქართული სამხედრო-სამედიცინო სამსახური ნატოს სტანდარტების შესაბამის სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფისა და სამედიცინო ევაკუაციის თანამედროვე სტრუქტურად ჩამოყალიბდა.

ქართველმა სამხედრო ექიმებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს. მათ არაერთხელ გამოიჩინეს თავი საბრძოლო მოქმედებებისა და სამხედრო სწავლებების დროს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930