გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„თიბისიმ“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ინოვაციური და ციფრული სერვისებისთვის 9 ჯილდო მიიღო

12-08-2022

„თიბისიმ“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ინოვაციური და ციფრული სერვისებისთვის 9 ჯილდო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.


მათივე ცნობით, გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2022 წელს, თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 9 ნომინაციაში მიაღწია.


როგორც „თიბისის“ ტექნოლოგიების ლიდერი და გენერალური დირექტორის მოადგილე ბიძინა მაცაბერიძე აღნიშნავს, ჯილდო მათი განსაკუთრებული გუნდის დამსახურებაა.


„ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ დაგვასახელეს ისეთ კატეგორიებში, როგორებიც არის საუკეთესო UX დიზაინის (სამომხმარებლო გამოცდილების), საუკეთესო ციფრული გადახდების და განაცხადების, საუკეთესო ონლაინ სახაზინო სერვისების მქონე ბანკი. ჩვენთან ერთად ამ კატეგორიებში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ და ვფიქრობ, ეს ჯილდო ჩვენი განსაკუთრებული გუნდის დამსახურებაა,” - აღნიშნავს ბიძინა მაცაბერიძე.


„თიბისის“ ცნობით, Global Finance-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს.
„უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოვებს ფინანსურ ინსტიტუტებს.


ბოლო წლებში, ციფრულ არხებში მომსახურებას განსაკუთრებით დიდი როლი აქვს მომხმარებლის ცხოვრებაში. „თიბისისთვის“ გაციფრულება სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც „თიბისის გუნდი“ ყოველდღე ავითარებს იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გამარტივდეს”,- აღნიშნავენ „თიბისიში“.


როგორც Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი ჯოზეფ ჯარაპუტო აღნიშნავს, პანდემიამ ბანკების გაციფრულების პროცესი დააჩქარა, ჩვენ ვხედავთ, როგორ სწრაფ ევოლუციას გადის ციფრული სერვისები საფინანსო სფეროში.


„ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც საუკეთესო და გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები დანერგეს, ჩვენ მიერ შეფასდა, როგორც Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკები 2022 წელს,” - აღნიშნავს Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი ჯოზეფ ჯარაპუტო.


როგორც “თიბისიში“ განმარტავენ, „თიბისის“ მიერ მოპოვებული ჯილდოები ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე იყო შეფასებული, როგორებიც არის საუკეთესო ციფრული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებების მაღალი ხარისხი და აქტუალურობა, ციფრული პროდუქტების ფართო არჩევანი, არხების დიზაინი და ფუნქციონალი.


„თიბისის“ აქტიური კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში, ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საამაყოა, რომ რეგიონის მასშტაბით საუკეთესო ბანკად სოციალურ მედია მარკეტინგსა და სერვისებში ასევე თიბისი დასახელდა.


„თიბისის“ გუნდი ყოველდღიურად აგრძელებს ციფრული არხების დახვეწას მომხმარებლებთან ერთად იმისთვის, რომ შექმნას საუკეთესო გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930