გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გრძელვადიანი გენერალური გეგმის საფუძველზე განვითარდება

12-08-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი კომპანია „ტავ ჯორჯიას" გენერალურ დირექტორს თეა ზაქარაძესა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში ავტორიტეტული საერთაშორისო საექსპერტო კომპანიის „ADP Ingénierie (ADPI)" დელეგაციას შეხვდა, რომელიც „ტავ ჯორჯიასთან" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაში თანამშრომლობს.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ADPI-ის წარმომადგენლები უკვე გაეცნენ თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას და ქვეყნის მთავარი აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობას 2022 წლის ბოლოს დაასრულებენ.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმისა და ავიაციისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულ თითოეულ აეროპორტს გრძელვადიანი განვითარების გეგმა ჰქონდეს. „თბილისის აეროპორტის განვითარების 20-წლიანი გენერალური გეგმა ექნება და ის მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება, მგზავრთნაკადისა და ტვირთნაკადის ზრდა," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


„ტავ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის თეა ზაქარაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი გენერალური გეგმა საქართველოს სახელმწიფოს 2023 წლის იანვარში გადაეცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031