12-08-2022
ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ნონა მამულაშვილზე შესაძლო თვალთვალის ფაქტთან დაკავშირებით, ტელეკომპანია postv-ის მიერ მოძიებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც დგინდება, რომ პირი, რომელსაც მამულაშვილი თვალთვალში ადანაშაულებდა, ტაქსის კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელია.
მისი თქმით, სუსი მსუბუქი ავტომობილებით აღარ უთვალთვალებს. ავტობუსებით დასდევენ ობიექტებს. ამ ვერსიას რომ მიაწვნენ ნაცები მგონი აჯობებს, ფანტაზიას მეტი გასაქანი ექნება.
“ნონა მამულაშვილი რომელია იცით? დეპუტატი რომ არის ნაცმოძრაობიდან, კანონებზე რომ მუშაობს. აი ის კანონი რომ მიიღო, აი ისა, მოიცა, მოიცა. კანონი არ მახსენდება. არა კანონი არა, ის გამახსენდა მაგიდაზე რომ შეხტა სხდომათა დარბაზში.
ჰო, პრინციპში მეტი არაფერი გაუკეთებია, ამიტომ თავი რომ გაგვახსენოს და დაგვამახსოვროს ფბ-ზე პოსტი დაუდევს სუსი დამსდევსო. ეს პოსტვ კიდე რა ტიპები არიან, არ აცალეს ადამიანს თავის გამოჩენა. გაურკვევიათ, რომ თურმე ის ავტომობილი სუსის თანამშრომელს კი არა ერთ-ერთი ტაქსის კომპანიას ეკუთვნის, თავის საქმეს ასრულებს და ნონა მამულაშვილის პარლამენტარობის მსგავსად კი არა, მართლა მუშაობს და ხალხს ემსახურება.
არადა ახლა სუსი მსუბუქი ავტომობილებით აღარ უთვალთვალებს. ავტობუსებით დასდევენ ობიექტებს. მაგიტომ ჩამოუყვანიათ. ამ ვერსიას რომ მიაწვნენ ნაცები მგონი აჯობებს, ფანტაზიას მეტი გასაქანი ექნება. საინტერესო კი ის არის, რომ ამ ცრუ ინფორმაციას 198 ადამიანი იწონებს და მათს უმრავლესობას სჯერა რომ ნონა მამულაშვილს უთვალთვალებენ”- წერს გია გაბრიჭიძე.
16-11-2024
16-11-2024