გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანას რაც არ სჭირდება არის ის, რომ არ იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა და ყველაზე მთავარი, ქვეყანაში არ იყოს ომი

12-08-2022

ამ ვითარებაში, როცა რეგიონში არის საომარი მდგომარეობა, ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს და როდესაც ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად ისტერიულ მცდელობას იმისა, რომ ქვეყანა ჩაერიოს პირდაპირ საომარ მოქმედებებში, სწორედ ეს არის ქვეყნის ყველაზე მაღალი უსაფრთხოების საკითხი,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, როდესაც ე.წ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი პირიქით, ქვეყნის ომში ჩათრევით არის დაკავებული, საზოგადოებამ უნდა დაიჭიროს აქტიური პოზიცია და ამისათვის მათ სჭირდებათ სწორი ინფორმაცია.


„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ თანხმდება დიდი პოლიტიკის თამაშებს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების საზიანოდ, რომ ის უნდა შეიცვალოს და აქვე აღსანიშნავია არა საარჩევნო პროცესით, არამედ ქუჩის პროცესებით მაგალითად, აკერმანის გაკვეთილებზე დადგმული სცენებით, შეძახილები უკრაინიდან, ასევე ოპოზიციის მცდელობები და ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის შეძახილი, რომ ქუჩაში ხალხი უნდა გამოვიდეს და ისინი მათ მხარს დაუჭერენ, რომ საზოგადოებამ გააგონოს ხელისუფლებას ხმა თუ რა სჭირდება ქვეყანას. მე გეტყვით, რომ ქვეყანას რაც არ სჭირდება, არის ის რომ არ იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა და ყველაზე მთავარი, რომ ქვეყანაში არ იყოს ომი იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამას ვერ გადაიტანს. ამიტომ, როდესაც ე.წ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი პირიქით, ქვეყნის ომში ჩათრევით არის დაკავებული, საზოგადოებამ უნდა დაიჭიროს აქტიური პოზიცია და ამისათვის მათ სჭირდებათ სწორი ინფორმაცია, სიმართლე რასაც ჩვენ მივაღწევთ ყოველდღიურად“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930