გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე მელიაზე: უშიშროების აკადემია დამთავრებულია, თუმცა ომის დროს მას სამშობლოს დასაცავად გულმა არ გაუწია და აღსრულების ბიუროს ჩინოვნიკის კომფორტულ სავარძელში ამჯობინა ჯდომა

12-08-2022

“მისი მხრიდან ვინმეზე, „უსამშობლოს“ ძახილი არის დიდი მკრეხელობა”- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა მელიას ფეისბუქ სტატუსის შესახებ.


მისი თქმით ამ პარტიის ლიდერებმა ფაქტობრივად საქართველოს დააბრალეს 2008 წლის ომის დაწყება. მაშინ იყო მათთვის საქართველო სამშობლო?


 “2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნიკანორ მელია 29 წლის ჯეელი იყო, უშიშროების აკადემია დამთავრებული და სპეცმომზადება გავლილი. თუმცა, ომის დროს მას სამშობლოს დასაცავად გულმა და გონებამ რატომღაც არ გაუწია და აღსრულების ბიუროს ჩინოვნიკის კომფორტულ სავარძელში ამჯობინა ჯდომა. ამის შემდეგ მისი მხრიდან ვინმეზე, „უსამშობლოს“ ძახილი არის დიდი მკრეხელობა. კიდევ უფრო მეტი მკრეხელობაა „უსამშობლოს“ იარლიყი სხვებს მიაწებოს იმ პარტიის თავმჯდომარემ, რომლის ლიდერებიც ომის დროს ფართხაფურთხით ტოვებდნენ ქვეყანას, რომელიც იმ წუთებში აღარ იყო მათთვის სამშობლო. და ბოლოს, ამ პარტიის ლიდერებმა სტრასბურგში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც ფაქტიურად საქართველოს დააბრალეს 2008 წლის ომის დაწყება. მაშინ იყო მათთვის საქართველო სამშობლო?”- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930