14-08-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ სოფელ ფარცხანაყანევში, სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.
სოფელ ფარცხანაყანევში, ფერმერმა გივი ბურჯანაძემ სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, 150,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 99,000 ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა, შეღავათიანი აგროკრედიტია. სასათბურე მეურნეობაში 4 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია კი, საექსპორტო ბაზარზე ხორციელდება.
„აგროწარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს. ეს პროექტები ითვალისწინებს ფერმერების როგორც ფინანსური, ასევე, ტექნიკური და მარკეტინგული მიმართულებებით მხარდაჭერას. აგროწარმოებაში საერთაშორისო სტანდარტის სასათბურე მეურნეობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარებისთვის 132 მლნ ლარის ღირებულების 1600-ზე მეტი სესხია გაცემულია, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 21 მლნ ლარზე მეტია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით გაიცა 37 მლნ ლარის ღირებულების 700-ზე მეტი სესხი, სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 6 მლნ ლარზე მეტია.
16-11-2024
16-11-2024