გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2,1-ჯერ გაიზარდა

15-08-2022

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით მეტი.


საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 52.4 პროცენტი შეადგინა.


ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 465.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 37.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 185.9 მლნ. აშშ დოლარით (15.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 133.3 მლნ. აშშ დოლარით (10.7 პროცენტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930