გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები

6-07-2018


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერში სტიქიის ტაობაზე საგანგეობო შტაბი უწყევტ რეჟიში მუშაობს.

მისივე თქმით, ხეობაში უკვე მოხდა საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მობილიზება.

ამის შესახებ ბახტაძემ სვანეთში, ჭუბერის თემში სტიქიის ადგილზე განაცხადა.

 

„საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება. 6 ხიდი არის წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული და ახლა ველოდებით, რომ წყლის დონემ დაიწიოს, რათა დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია, ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია საკვების, სასმელი წყლის და მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24 საათიან მონიტორინგს“- განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სწრაფი შეტყობინების სისტემები არსბეობდეს.

„ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. ამჟამად მხოლოდ ორ ადგილას გვაქვს, მომავალი წლიდან კი ვიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ. მაგრამ აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პირველადი შეფასებით ჭარბმა ნალექმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი და ვინც ამით იყო დაკავებულ ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ“- განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერში მთა გუშინ ჩამოიშალა. მდინარე ნენსკრა კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიის შედეგად განადგურდა ხიდები და გზები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031