გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საწვავის ფასზე: მოლოდინია, რომ აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასის კორექტირება კიდევ მოხდება

15-08-2022

„გასულ კვირას საწვავის ფასის 10-თეთრიანი კორექტირება მოხდა შემცირების მიმართულებით, მოლოდინია, რომ აგვისტოს ბოლომდე კორექტირება კიდევ მოხდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 


როგორც მან აღნიშნა, სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ტენდენციები, რომელიც არსებობს საერთაშორისო ბაზარზე. 


„როგორც იცით, გასულ კვირას ფასის 10-თეთრიანი კორექტირება მოხდა შემცირების მიმართულებით, მოლოდინია, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება კორექტირება. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე, რომელიც შემცირების ტენდენციით ხასიათდება. 90-95 დოლარის ფარგლებში მერყეობს გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ფასი. სწორედ ამ ტენდენციას ეყრდნობა ის მოლოდინი, რომელიც გვაქვს საწვავის ფასთან დაკავშირებით. კერძოდ ის, რომ აგვისტოს ბოლომდე, შესაძლოა, იყო ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930