16-08-2022
წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 1.8 პროცენტით შემცირდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 470.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.0 პროცენტით აღემატება.
ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 23.0 პროცენტით შემცირდა და 954.6 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 194.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 5.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.2 პროცენტით შემცირდა და 11.1 მილიონი ფრთა შედგინა.
16-11-2024
16-11-2024