გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშილი: მივიღეთ ზომები და გზის ერთ-ერთი მონაკვეთის გადარჩება მოვახერხეთ

6-07-2018


რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშილის განცხადებით, დათვალიერების შემდეგ, გზების შესანარჩუნებლად  ზომები იქნა მიღებული.

მისივე თქმით, სტიქიის შედეგად სულ 6 ხიდია წაღებული.

ამის შესახებ ცქიტიშილმა სოფელ ჭუბერში, სტიქიის ადგილზე განაცხადა.

„დავათვალიერეთ და მივიღეთ ის ზომები, რომ, პირველ რიგში, შეგვენარჩუნებინა გზების ის მონაკვეთები, რომლებსაც საფრთხე ემუქრებოდა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ გადაგვერჩინა ერთ-ერთი მონაკვეთი.

რაც შეეხება ხიდებს, წაღებულია 6 ხიდი, რამდენიმე არის სამანქანე, რამდენიმე კი საფეხმავლო. ამ ეტაპზე ხიდის აღდგენით სამუშაობეს ვერ ვიწყებთ, თუმცა პროექტირება მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს დროებითი ხიდის კონსტრუქცია, რომლის ადგილის შერჩევა ხორციელდება“- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭუბერში მთა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ხიდები და გზები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031