გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია „ხალხის ძალის“ წერილზე: უცხო ქვეყნის საელჩო რომ ერევა მოსამართლეთა დანიშვნებში, დამოუკიდებელი სახელმწიფო როგორღა გამოვდივართ?

16-08-2022

„სტრატეგიული პარტნიორობასა და ყველაფერში ჩარევას შორის უდიდესი განსხვავება რომ არის, იმედია ქალბატონმა ელჩმა ეს კარგად იცის და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმას შეეშვება“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ირაკლი ლატარია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას სასამართლო ხელისუფლების შესახებ.

 

მისი თქმით დამოუკიდებელი სახელმწიფო ნიშნავს დამოუკიდებელ - სასამართლოს და არა - მონობას.

 

„წერილი წავიკითხე ოცნებიდან გასული დეპუტატების და ანუ რა გამოდის? საელჩო ითხოვს, რომ ნაცებმა დაგვინიშნონ მოსამართლეები? ჯერ უცხო ქვეყნის საელჩო რომ ერევა მოსამართლეთა დანიშვნებში, დამოუკიდებელი სახელმწიფო როგორღა გამოვდივართ? ქალბატონ კელის უნდა ვთხოვოთ, არა მხოლოდ მოსამართლეები, იქნებ სასჯელაღსრულებაც დავუბრუნოთ ბაჩო ახალაიასა და მეგიზ ქარდავებს? მოკლედ, სტრატეგიული პარტნიორობასა და ყველაფერში ჩარევას შორის უდიდესი განსხვავება რომ არის, იმედია ქალბატონმა ელჩმა ეს კარგად იცის და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმას შეეშვება. დამოუკიდებელი სახელმწიფო ნიშნავს დამოუკიდებელ - სასამართლოს და არა - მონობას!!!“- წერს ლატარია Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031