გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ის ვერ დანიშნავს მოსამართლეებს; სასამართლოში მსგავსი ჩარევა შეუძლებელია

16-08-2022

"ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ის ვერ დანიშნავს მოსამართლეებს. სასამართლოში მსგავსი ჩარევა შეუძლებელია,- ამის შესახებ მოძრაობის " ხალხის ძალა" დამფუძნებელმა სოზარ სუბარმა განაცხადა."ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ის ვერ დანიშნავს მოსამართლეებს. სასამართლოში მსგავსი ჩარევა შეუძლებელია,- ამის შესახებ მოძრაობის " ხალხის ძალა" დამფუძნებელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


მისი თქმით, დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეს გამოიწვევს იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გაუჩნდება მოსამართლეების თავისი კვოტა, რომლითაც ისინი შეძლებენ ძალიან სერიოზული არეულობა შეიტანონ სასამართლო სისტემაში, თუკი მსგავს მოსამართლეებთან მოხვდება რომელიმე თემა, მაგალითად არჩევნების შედეგების გასაჩივრება როცა მოხდება, ეს თემა რომ მოხვდეს მოსამართლესთან, რომელსაც ექნება მიკერძოებული მიდგომა.


"ამან შესაძლოა ქვეყანაში ძალიან სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს. სასამართლო სისტემამ დამოუკიდებლად უნდა იმუშაოს. ის, რომ დღეს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია, ამაზე ბევრი ფაქტორი მეტყველებს,"- აცხადებს სოზარ სუბარი. 


საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე კი ამბობს, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის და მისი სასამართლოს მიმართ მსგავსი მიდგომა შეურაცხმყოფელია.


"უნდა შეასრულოთ, უნდა განიხილოთ, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება - ვფიქრობ, რომ ეს "უნდა" გულისხმობს "მინდას", ანუ - მინდა, რომ ეს ასე იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლოსათვის ეს მიდგომა მიუღებელია. ჩვენ ამას აღვიქვამთ საფრთხედ და არამხოლოდ ჩვენ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მიუღებელი, სუვერენიტეტისათვის შეურაცხმყოფელი, ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა პარტნიორული იყოს ურთიერთობა, ის რაც დაუშვებელია - რა თქმა უნდა მიუღებელი იქნება ჩვენთვის," - აცხადებს ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930