გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი „ხალხის ძალის“ წერილზე: ამ საკითხზე შეიძლება სერიოზული შეშფოთება არც ყოფილიყო, საქმე რომ არ ეხებოდეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ცალკეულ წარმომადგენელთა უღირს ქცევას და ქმედებებს

16-08-2022

დღეს, პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და გურამ მაჭარაშვილის კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც საუბარია იმაზე თუ როგორ ცდილობს აშშ-ს საელჩო, და მისი ხელმძღვანელი, ქალბატონი კელი დეგნანი საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევას. ამ საკითხზე შეიძლება სერიოზული შეშფოთება არც ყოფილიყო, რომ საქმე არ ეხებოდეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ცალკეულ წარმომადგენელთა უღირს ქცევას და ქმედებებს - წერს ექსპერტი ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, როგორც ჩანს გარკვეულ ჯგუფებს უცხოეთში საქართველოს მიმართ უფრო შორს მიმავალი და საკმაოდ არამეგობრული გეგმებიც გააჩნიათ, რის ხელშემწყობად ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია, მათი რუპორ ტელევიზიები და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები მიაჩნიათ.

 

„დღეს, პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და გურამ მაჭარაშვილის კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც საუბარია იმაზე თუ როგორ ცდილობს აშშ-ს საელჩო, და მისი ხელმძღვანელი, ქალბატონი კელი დეგნანი საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევას. ამ საკითხზე შეიძლება სერიოზული შეშფოთება არც ყოფილიყო, რომ საქმე არ ეხებოდეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ცალკეულ წარმომადგენელთა უღირს ქცევას და ქმედებებს.

 

საკითხს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ქალბატონი ელჩი იგნორს უკეთებს სამართლიან შეკითხვებს, რომელიც არამარტო არჩეული პარლამენტარების მხრიდან ისმის არამედ საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდანაც.

 

უფრო მეტიც, მოკავშირედ რადიკალური ოპოზიცია, მათი რუპორ ტელევიზიები და ხალხში არაპოპულარული, ტენდენციური ლომჯარია-გიგაური და მათი არასამთავრობო ორგანიზაციები გაიხადა. აღსანიშნავია, რომ როგორც ქართველი დეპუტატები აცხადებენ საელჩოს ინტერესის სფეროს ისეთი საკითხები წარმოადგენენ, როგორიცაა „მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენება, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უვადოდ გადანიშვნა.“

 

ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ აშკარად ხდება სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობა, რაც ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეებისათვის. როგორც ჩანს გარკვეულ ჯგუფებს უცხოეთში საქართველოს მიმართ უფრო შორს მიმავალი და საკმაოდ არამეგობრული გეგმებიც გააჩნიათ, რის ხელშემწყობად ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია, მათი რუპორ ტელევიზიები და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები მიაჩნიათ.

 

ერთი რომ, ეს საკითხი სერიოზულ რეაგირებას მოითხოვს და მეორეცა, თუ ისტორიას გადავხედავთ რომ ქართველი ხალხის ნების მოწინააღმდეგიდან ვერავის ვერ გაუმარჯვია“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930