გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და არა ყველას ჩართულობით და ზედმეტად ხმების არჩევითობის შემოღება, რომ ხელოვნურად შეიქმნას კრიზისები

17-08-2022

არ შეიძლება სასამართლო სისტემაში არსებობდნენ პოლიტიკური ნიშნით და სიმპათიებით წარმოდგენილი მოსამართლეები, ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და არა ყველას ჩართულობით და ზედმეტად ხმების არჩევითობის შემოღება, რომ ხელოვნურად შეიქმნას იქ კრიზისები - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განuცხადა.

 

მისი თქმით, ისე ჩანს, თითქოს ეს იმისთვის კეთდება, რომ ეს ინსტიტუცია გაძლიერდეს, მის დამოუკიდებლობაზე ვზრუნავთ, მაგრამ როცა პროცესში შევდივართ და ამ რეკომენდაციებს არა რეკომენდაციის, არამედ სავალდებულო სახე აქვს.

 

„არ შეიძლება სასამართლო სისტემაში არსებობდნენ პოლიტიკური ნიშნით და სიმპათიებით წარმოდგენილი მოსამართლეები. როცა მიზანმიმართულად ჩანს, რომ ზოგზოგიერთი მოსამართლე გაიყვანონ იმისთვის, რომ შემდეგ გამოიყენონ თუნდაც არჩევნებისთვის, გაყალბების გზებისთვის, ეს იწვევს ქაოსს და აბსოლუტურად ცვლის პროცესს. მსგავსი ინციდენტებისგან თავი უნდა დავიზღვიოთ. დარწმუნებული ვარ წინა არჩევნებში რომელიმე თავისი მოსამართლე რომ ყოლოდათ, შეიძლება გასაჩივრების პროოცესი ისე დაეგეგმათ, რომ იმ მოსამართლეს სხვანაირი განაჩენი გამოეტანა“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ეს არის კონსტიტუციაში ჩარევა. მისივე თქმით, მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ვენეციის კომისიამ მოიწონა.

 

„ის ცვლილებები, რაც მივიღეთ, მოწონებული იყო ვენეციის კომისიის მიერ. 5 საკონსტიტუციო ცვლილებაა. ეს კონსტიტუცუაში ჩარევაა. ანალოგი რომ არ აქვს არცერთ ქვეყანაში, რატომ მთავაზობ ისეთ რამეს, მითუმეტეს ამ მყიფე სიტუაციაში, თან ისეთ ხალხთან მეუბნები, რომ გამორიცხულია პოლარიზაციის დამთავრება, თან ამ სასამართლო სისტემაში ამას ვერ მივიღებთ და კიდე ზემოდან არა ჩვეულებრივი უმრავლესობით, არამედ ზედმეტი უმრავლესობით, იმისთვის, რომ არასდროს არ მოხდეს მოსამართლის არჩევა.

 

როცა სასამართლო სისტემაში ფლობ გავლენებს, აღარ გჭირდება სხვა ინსტიტუციებზე გავლენა. სასამართლო სისტემა საკმაოდ ძლიერი ინსტიტუციაა და მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში განსხვავებული პროცესი განავითაროს. ისე ჩანს, თითქოს ეს იმისთვის კეთდება, რომ ეს ინსტიტუცია გაძლიერდეს, მის დამოუკიდებლობაზე ვზრუნავთ, მაგრამ როცა პროცესში შევდივართ და ამ რეკომენდაციებს არა რეკომენდაციის, არამედ სავალდებულო სახე აქვს, ამაზე გვაქვს აპელირება გაკეთებული, ეს ინსტიტუტი კნინდება. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და არა ყველას ჩართულობით და ზედმეტად ხმების არჩევითობის შემოღება, რომ ხელოვნურად შეიქმნას იქ კრიზისები“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930