17-08-2022
მოძრაობა ,,აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ საელჩო ითხოვს, ნაცმოძრაობის დამკვიდრებული პრაქტიკის გაგრძელებას, ერთი განსხვავებით - ადეიშვილის კაბინეტის ნაცვლად, თითოეულმა მოსამართლემ განაჩენამდე ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის კაბინეტი უნდა გაიაროს, როგორც გაირკვა ასეთი სპეც-ოთახები ყველა სასამარლოს შენობაშია. დაუშვებელია ასეთი მიდგომა და სამწუხაროა რომ ამდენის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს!
„არა ბიჭოს მოსკოვს დავეკითხებოდი - ყველას გვახსოვს ეს ფრაზა და მიზეზი თუ რატომ დამკვიდრდა ჩვენს სალაპარაკოში საბჭოთა დროს. როგორც ჩანს, ამერიკის საელჩოში თვლიან, რომ მრავალწლიანი შეუპოვარი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, აღნიშნულ ფრაზაში მოსკოვის - ვაშინგტონით ჩანაცვლებისთვის ყოფილა.
მადლობა უნდა ვუთხრათ მოძრაობა “ხალხის ძალის” წარმომადგენლებს, რომლებმაც გაასაჯაროეს ამერიკის საელჩოს მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი დოკუმენტი სასამართლოს შესახებ, რომელიც მისი შინაარსით საშინაო დავალებას უფრო გავს ვიდრე რეკომენდაციას. თითოეული პუნქტი არის სახელმწიფო სუვერენიტეტის შელახვა და ქვეყნის შიდა საქმეში უხეში ჩარევა. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია მსგავსი ქმედებები იმ გამოცდილების კონტექსტში, როდესაც ამერიკის საელჩო დუმდა და მეტიც დემოკრატიის შუქურას უწოდებდა ნაციონალური მოძრაობის სასამართლო სისტემას. უმძიმესი ტრავმა მიაყენა ქართველ ხალხს სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლომ.
მიუხედავად იმისა, რომ სისტემამ თვალსაჩინო პროგრესი განიცადა (რაც მთავარია გათავისუფლდა) მაინც ძალიან რთული იყო სასამარლოს მიმართ ნდობის აღდგენის პროცესი. საზოგადოებას ნამდვილად აქვს უფლება მოითხოვოს სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაჯანსაღება, სწორედ ამ მიზანმა განაპირობა კრიტიკა ჩემი მხრიდან და საბოლოო ჯამში ქართული ოცნებიდან წამოსვლა. საზოგადოებას რეალურად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მართლმსაჯულება უნდა და არა ამერიკის საელჩოს მიერ პოლიტიკური მიზანშეწონილობით დაკომპლექტებული სასამართლო! საელჩო ითხოვს, ნაც.მოძრაობის დამკვიდრებული პრაქტიკის გაგრძელებას, ერთი განსხვავებით - ადეიშვილის კაბინეტის ნაცვლად, თითოეულმა მოსამართლემ განაჩენამდე ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის კაბინეტი უნდა გაიაროს, როგორც გაირკვა ასეთი სპეც-ოთახები ყველა სასამარლოს შენობაშია. დაუშვებელია ასეთი მიდგომა და სამწუხაროა რომ ამდენის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს! ღრმა კოლონიალიზმით შეპყრობილი პოლიტიკური ისტებლიშმენტის უდიდესი ნაწილი გემოს ატანს ასეთ ურთიერთობას, ეამაყებათ ამერიკის აგენტობა და მონობა! საუკეთესო მაგალითია იაგო ხვიჩიას ფრთიანი ფრაზა - ამერიკის ელჩი ჩემი პატრიარქია… კარგია რომ იკვეთება ამ პრაქტიკის დასრულების კონტურები!“- წერს შაქარიშვილი.
16-11-2024
16-11-2024