17-08-2022
„ჩვენთვის "თავგადაკლულმა მეგობრებმა", რომლებიც დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების საბაბით მხარს უჭერენ "ომისა და ღალატის პარტიის" მისი სატელიტების, არასამთავრობოების, ტელევიზიების ყოველგვარ ზღვარს გადასულ ფეიკებს, ცილისწამებებს, სახელმწიფოს და ხალხის მიმართ გამოთქმულ უბინძურეს ბრალდებებს! მხოლოდ და მხოლოდ თავი შეიკავონ და 3 თვე არ დაუჭირონ მხარი, არ დააფინანსონ, არ დაატრენინგონ შედეგად ამ ქვეყანში პოლარიზაციაც დასრულდება, დაძაბულობაც მოიხსნება“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.
„დიდი ამბებია ვითომდაც კეთილმოსურნე მეგობრებისგან ატეხილი ქვეყანაში არსებულ ე.წ. პოლარიზაციაზე! არადა მის შექმნაში ამ პატივცემულებს ლომის წვლილი აქვთ შეტანილი! როდესაც კბილებით იცავდნენ 2012 წლის 2 ოქტომბრიდან მოყოლებული აშკარა სახელმწიფო დამნაშავეებს და მოითხოვდნენ მათთვის ხელშეუხებლობას! არადა ამ პოლარიზაციის გადაწყვეტას ახლაც აღარაფერი არ უნდა! მხოლოდ ერთი რამ! თავად ამ ჩვენთვის "თავგადაკლულმა მეგობრებმა", რომლებიც დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების საბაბით მხარს უჭერენ "ომისა და ღალატის პარტიის" მისი სატელიტების, არასამთავრობოების, ტელევიზიების ყოველგვარ ზღვარს გადასულ ფეიკებს, ცილისწამებებს, სახელმწიფოს და ხალხის მიმართ გამოთქმულ უბინძურეს ბრალდებებს! მხოლოდ და მხოლოდ თავი შეიკავონ და 3 თვე არ დაუჭირონ მხარი, არ დააფინანსონ, არ დაატრენინგონ ეს მამაძაღლები! შედეგად ამ ქვეყანში პოლარიზაციაც დასრულდება, დაძაბულობაც მოიხსნება, ტელევიზიებსაც ნერვების მოშლის გარეშე შეხედავენ ადამიანები და რაც მთავარია პოლიტიკიდან შარშანდელი თოვლივით გაქრება და მათ ნაცვლად პოლიტიკურ ასპარეზზე უმალ გამოვლენ ღირსეული, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები! კი, მაგრამ გააკეთებენ ამას და ამ სახით დასჯიან..... ნუ გაიხსენეთ "ლომისა და კატის არაკი"! და გააკეთეთ თავად დასკვნები!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024