18-08-2022
ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილის facebook-სტატუსს ეხმიანება, სადაც ჩერგოლეიშვილი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის მიხეილ ყაველაშვილის გაკეთებულ განცხადებას კელი დეგნანის მიმართ კრიტიკულად აფასებს და წერს რომ, აი ასეთი გაღორების კარგი პრევენცია იქნება, თუ ვერც ამის შვილები და ვერც ამის შვილიშვილები თავისუფალ სამყაროში ცხვირს ვერ გამოყოფენ.
„ლიბერალმა" ფაშისტებმა ნამდვილ ფაშისტებსაც გადაასწრეს. ისინი შვილებს ეხებოდნენ და შემდეგ თაობაზე აღარ ვრცელდებოდა მათი ტერორი. აგერ, 'მთავარმა ლიბერალმა' ფაშისტმა, თამარ ჩერგოლეიშილმა უკვე შვილიშვილებზეც გაავრცელა ეს. ოპოზიციაში როგორ იქცევიან და წარმოიდგინეთ ამათი მობრუნება ხელისუფლებაში და ნეოტროცკისტული ტერორი. ვერასდროს ეღირსებიან! უაღრესად საშიში ტენდენციაა და ამათ აუცილებლად უნდა გაეცეთ პასუხი! Enough is enough!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024