გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე "სუის კრედიტი" - ზე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ შვეიცარიის ელჩმა ჰაიდი გრაუმ საზოგადოებას გვაუწყოს მისი ხელისუფლების პოზიცია ამ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით

19-08-2022

არსებული ვითარება, როცა სახეზეა შვეიცარული ბანკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნიშნით ფინანსურად შევიწროება, მოითხოვს შვეიცარიის კონფედერაციის წარმომადგენლის განცხადების გაკეთებას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ შვეიცარიის ელჩმა ჰაიდი გრაუმ საზოგადოებას გვაუწყოს მისი ხელისუფლების პოზიცია ამ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ მსგავსი მოთხოვნაა საქართველოს ოპოზიციურ სპექტრშიც - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე გოგა ხაინდრავას დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას.

 

„აშკარაა, რომ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი დავა გაცდა ამ ჩარჩოებს. ნათლად მესმის ივანიშვილის ადვოკატების პოზიცია, რომ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვა გამორიცხულია. არსებული ვითარება, როცა სახეზეა შვეიცარული ბანკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნიშნით ფინანსურად შევიწროება, მოითხოვს შვეიცარიის კონფედერაციის წარმომადგენლის განცხადების გაკეთებას.

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ შვეიცარიის ელჩმა ჰაიდი გრაუმ საზოგადოებას გვაუწყოს მისი ხელისუფლების პოზიცია ამ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ მსგავსი მოთხოვნაა საქართველოს ოპოზიციურ სპექტრშიც. დიპლომატის ოფიციალური განცხადების ქვეტექსტების გაგება კი არ გაუჭირდებათ პროფესიონალებს.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930