გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგიამ ვაშლის გადამმუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

19-08-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ვაშლის მოსავლის სეზონთან დაკავშირებული საკითხები, გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩართული მხარეების კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი სექტორის ყველა რგოლთან აქტიური კომუნიკაციით, შეუფერხებლად უნდა წარიმართოს ”, - განაცხდა მინისტრმა.


უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს. კომპანიები ვაშლის მიღებას სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031